აზროვნების ტიპი, რომლის კანონებს ლოგიკა სწავლობს, ხოლო პროცესს ფსიქოლოგია. მათემატიკური აზროვნება ვითარდება არა ამ აზროვნების კანონებში, არამედ ამ აზროვნების პროცესში. ამიტომ, როცა ვლაპარაკობთ მოსწავლეთა მათემატიკური აზროვნების განვითარებაზე, მაშინ, უპირველესად, ყური უნდა მივუგდოთ ფსიქოლოგების კვლევებს. ფსიქოლოგები კი ხშირად სრულიად ურთიერთსაწინააღმდეგო აზრისანი არიან. მათი ერთი ნაწილი მივიდა საინტერესო დასკვნამდე: აზროვნების ზოგად სტრუქტურაში შეიძლება გამოვყოთ ხუთი ურთიერთგადამკვეთი ქვესტრუქტურა მათემატიკური აზროვნების ტიპები. თითოეული მათგანი განსაზღვრავს მოსწავლის აზრობრივ საქმიანობას კონკრეტულ პრაქტიკულ სიტუაციაში. ესენია: ტოპოლოგიური აზროვნება, რიგობრივი აზროვნება, მეტრიკული აზროვნება, ალგებრული აზროვნება და პროექციული აზროვნება. ცხადია, ნებისმიერ მოსწავლეს ახასიათებს ხუთივე ჩამოთვლილი ტიპის ელემენტები, მაგრამ მის აზროვნებაში ჭარბობს რომელიღაც ერთი. დანაჩენი ტიპები არათანაბარი და მეტნაკლები უფლებით დომინირებს.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.