(ბებიაქალის ხელობა)სოკრატეს პედაგოგიური მეთოდი, დამყარებული წარმოდგენაზე, რომლის მიხედვითაც მასწავლებელი პირდაპირ ვერ გადასცემს მოსწავლეს მნიშვნელოვან ცოდნასა და ჭეშმარიტებას, მაგრამ მას შეუძლია მოსწავლეში დაფარული ამ ცოდნის გამომჟღავნება შეკითხვების დასმის სახით. სოკრატეს აზრით, მასწავლებლის ამოცანაა, დაუსვას მოსწავლეს ისეთი კითხვები, რომლებიც მასში დაფარულ ცოდნას გაამჟღავნებს.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.