(უარყოფითი ნაწილაკი + moralis ზნეობრივი) მორალის საყოველთაოდ მიღებული ნორმების უარყოფა ადამიანთა ქცევაში; პრაქტიკული ან იდეური ორიენტაციის პრინციპი, რომელიც აფუძნებს ადამიანის ქცევაში, ასევე პოლიტიკაში, მორალის ზოგადსაკაცობრიო ნორმებისადმი ნიჰილისტური დამოკიდებულების მართლზომიერებას; პიროვნების უარყოფითი თვისებების, მისი ქცევებისა და ცხოვრების რაგვარობის მახასიათებელი (უნამუსობა, სიცრუე და სხვა.) პრაქტიკაში ამორალიზმი შეიძლება დაკავშირებული იყოს ამა თუ იმ ინდივიდის ზნეობრივ განუვითარებლობასთან ან წარმოშვას სოციალურმა წინააღმდეგობებმა, რომლებიც იწვევს საზოგადოების მთელი ფენების დეგრადაციასა და პიროვნების სულიერ რღვევას.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.