პიროვნების შემეცნებითი პროცესების განვითარების, მისი ზნეობრივ მორალური სიმწიფის ფორმირებისა და ურთიერთობის ჩვევების სრულყოფის ერთ-ერთი მექანიზმი; ფუნქციონირებს სხვა ადამიანთა თვალთაზრისების აღქმის უნარის (ნიჭის) არსებობის საფუძველზე. პიაჟეს თეორიაში საკვანძო სიტყვაა და განისაზღვრება როგორც ეგოცენტრიზმის დაძლევის მექანიზმი, აღნიშნავს ბავშვის წარმოდგენების, სახეებისა და ცნებების აზრის გარდაქმნის პროცესს სხვა ადამიანთა შესაძლო თვალსაზრისის გათვალისწინებით. მნიშვნელოვან როლს თამაშობს დამოუკიდებელი შემოქმედებითი აზროვნების განვითარებაში.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.