მასწავლებლის დაძაბული მდგომარეობები, რომლებიც გამოწვეულია სიძნელეებით, უჩვეულო, ექსტრემალური სიტუაციებით პროფესიულ პედაგოგიურ საქმიანობაში. ასეთი სტრესორები თავს იჩენენ იმ შემთხვევებში, როცა, მაგალითად: მასწავლებელს დრო არ ყოფნის, დაბალია მოსწავლეთა მოსწრება, ცუდია მოსწავლეთა დისციპლინა გაკვეთილებზე, მასწავლებელს კონფლიქტი აქვს ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და მრავალი სხვა. მასწავლებლის სტრესმა მის საქმიანობაზე შეიძლება მოახდინოს როგორც დადებითი, მაოპტიმიზირებელი გავლენა (ეუსტრესი), ისე უარყოფითიც, მან შეიძლება საქმე მიიყვანოს სრულ დეზორგანიზაციამდეც კი (დისტრესი).
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.