საშუალებები)მიმართულება პედაგოგიკაში, რომლის დანიშნულებაა, ხელი შეუწყოს მოსწავლეებს მასიური კომუნიკაციების შესწავლაში. მედიაგანათლების ძირითადი ამოცანებია: თანამედროვე ინფორმაციულ პირობებში მოამზადოს ახალი თაობა ცხოვრებისათვის, სხვადასხვა ინფორმაციის აღქმისათვის, ასწავლოს ადამიანს ამ ინფორმაციის გაგება, ფსიქიკაზე მისი ზემოქმედების შედეგების გაცნობიერება, ურთიერთობის ხერხების დაუფლება კომუნიკაციის არავერბალური ფორმების საფუძველზე, ტექნიკურ საშუალებათა დახმარებით. მეოცე საუკუნის 90-იან წლებში ჩამოყალიბდა მედიაგანათლებისადმი ორი მიდგომა:
ინტეგრირებული (მასიური კომუნიკაციების შესწავლა ტრადიციული საგნების კურსში)
სპეციალური (ახალი საგნის შემოღება). საერთაშორისო პრაქტიკაში ინტეგრირებული მიდგომა რეალიზდება უპირველეს ყოვლისა მშობლიური ენის, ლიტერატურისა და საზოგადოებათმცოდნეობის პროგრამებში.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.