მა მე მი მო მრ მს მუ მყ
მე- მედ მეზ მეთ მემ მენ მეტ მეც მეხ

მეთოდი

Gk.
კვლევის ან შემეცნების გზა იმ ბიჯებისა და ქმედებათა (ხერხებისა და ოპერაციების) სისტემატიზირებული ერთობლიობა, რომლებიც ორიენტირებულია განსაზღვრული ამოცანის ამოხსნაზე ან დასახული მიზნის მიღწევაზე; ბუნებისა და საზოგადოებრივი ცხოვრების მოვლენათა კვლევის, შემეცნების ხერხი, რომელსაც ჭეშმარიტებამდე მივყავართ. მეთოდების სახეებია: ანალიზური მეთოდი, დედუქციური მეთოდი, დიალექტიკური მეთოდი, ინდუქციური მეთოდი, ინტუიციური მეთოდი, მეცნიერული მეთოდი, განზოგადებული მეთოდი, ექსპერიმენტალური მეთოდი და სხვა. თავისი მოქმედებისა და შედეგის ჩარჩოების შემოფარგლულობის ძალით მეთოდებს აქვთ ტენდენცია დაძველებისა და სხვა მეთოდებში გარდაქმნის, ვითარდებიან დროის, ტექნიკური და მეცნიერული აზრის მიღწევების, საზოგადოების მოთხოვნათა შესაბამისად. ერთგვაროვანი მეთოდების ერთობლიობას მიდგომას უწოდებენ. მეთოდების განვითარება მეცნიერული აზრის განვითარების შედეგია.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9