აზროვნების ტიპი, რომელიც მიმდინარეობს ლოგიკური დასკვნების გზით, როცა ამ დასკვნებს მუდმივად მივყავართ ძირითადი პრინციპის, კანონზომიერების სწორ გაგებამდე. ანალიზური აზროვნება მოიცავს ისეთ აზროვნებით ოპერაციებს, როგორიცაა: აბსტრაჰირება, ანალიზი, განზოგადება, სინთეზი, შედარება და სხვა. ანალიზური აზროვნება გაშლილია დროში, აქვს მკაფიოდ გამოხატული და სუბიექტის მიერ საკმაოდ გაცნობიერებული ეტაპები. საპირისპიროა ინტუიციური აზროვნება.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.