ეს, როგორც წესი, არის რომელიმე მიზანმიმართული მოქმედების ჩასატარებელი რომელიღაც მზა „რეცეპტი“, ალგორითმი. ახლოს არის ცნებასთან ტექნოლოგია. მეთოდიკა განსხვავდება მეთოდისაგან ხერხებისა და ამოცანების კონკრეტიზაციით. მაგალითად, ექსპერიმენტალურ მონაცემთა მათემატიკური დამუშავება შეიძლება აიხსნას როგორც მეთოდი (მათემატიკური დამუშავება), ხოლო კრიტერიუმებისა და მათემატიკური მახასიათებლების კონკრეტული შერჩევა როგორც მეთოდიკა. განათლებაში მეთოდიკა არის პედაგოგიკის დარგი, რომელიც გადმოგვცემს ამა თუ იმ საგნის სწავლების მიზნებს, შინაარსს, მეთოდებს, საშუალებებსა და ორგანიზაციულ ფორმებს. სწავლებისა და აღზრდის მეთოდიკები მეცნიერული დისციპლინები, რომლებიც იკვლევენ კონკრეტული სასწავლო საგნების სწავლებისა და სწავლის კანონზომიერებებს, ფორმებს, მეთოდებსა და საშუალებებს, არასასწავლო აღმზრდელობითი საქმიანობის ორგანიზაციას. კონკრეტული საგნის სწავლებისას მეთოდიკა ითვა-ლისწინებს რეალიზაციის ხერხების მრავალსახეობას, ვარიაციულობას და არ გულისხმობს მიზნის გარანტირებულ მიღწევას. მეთოდიკას.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.