მა მე მი მო მრ მს მუ მყ
მე- მედ მეზ მეთ მემ მენ მეტ მეც მეხ

მე-კონცეფცია

ჰუმანისტური ფსიქოლოგიისა და პედაგოგიკის ერთ-ერთი ცენტრალური კონცეფცია, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საკუთარი"მეს"-ს პიროვნების ასახვის მექანიზმის შესწავლას. მე-კონცეფცია შედარებით მდგრადი, მეტ - ნაკლებად გაცნობიერებული და განცდადია როგორც ინდივიდის თავის თავზე წარმოდგენების განუმეორებელი სისტემა, რომლის საფუძველზეც პიროვნება აგებს თავის ურთიერთმიმართებებს როგორც სხვა ადამიანებთან, ისე თავის თავთან, ამ კონცეფციის თანახმად "მე" გამოდის როგორც პიროვნების სუბიექტური სამყარო. იგი წარმოიქმნება სოციალურ გარემოსთან ურთიერთქმედების საფუძველზე და სხვათა მხრიდან თავის მიმართ პოზიტიური მიმართებების ინტერნალიზაციის საფუძველზე წარმოადგენს თვითაღქმათა სისტემას,ინდივიდის საპასუხო რეაქციების ფრიად მნიშვნელოვან დეტერმინანტას. "მე" ჰუმანისტური ფსიქოლოგიის ცენტრალური ცნებაა და ადაპტაციის უმნიშვნელოვანესი ფაქტორის როლში გვევლინება.მე-კონცეფცია საკუთარი "მე"-ს ერთმთლიანი სახეა, თუმცა, თავისუფალი არ არის შინაგანი წინააღმდეგობებისაგან, იგი გამოდის როგორც განწყობა საკუთარი თავის მიმართ და მოიცავს კომპონენტებს: კოგნიციურს - თვისებების, უნარების, სოციალური მნიშვნელობის და სხვა. სახეებს; ემოციონალურს - თვითპატივისცემას; შეფასებით- ნებისყოფითს - ლტოლვას თვითშეფასების ამაღლებისკენ, პატივისცემის მოპოვებებისკენ და ასე შემდეგ.თვითშეფასება ასახავს განვითარების ხარისხს იმისა,თუ როგორია ინდივიდის თვითპატივისცემის გრძნობა, ასევე თვითშეფასებისა და მისი "მე"-ს სფეროში შემავალი ყველაფრის მიმართ პოზიტიური მიმართების შეგრძნება.მე- კონცეფციის ცნებებია: თვითაქტუალიზაცია,თვითანალიზი, თვითაღზრდა, თვითდაკვირვება, თვითფლობა, თვითგამორკვევა, თვითგანათლება, თვითკონტროლი, თვითკრიტიკა, თვითრეგულაცია, თვითშეფასება,თვითშემეცნება, თვითაღზრდა, თვითსრულყოფა, თვითრეალიზაცია, თვითორგანიზაცია და სხვა.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9