ორგანიზმების თვისება, თაობათა მწკრივში გაიმეორონ ნივთიერების ცვლისა და მთლიანობაში ინდივიდუალური განვითარების მსგავსი ტიპები. სხვა სიტყვებით, ეს არის ორგანიზმის უნარი,თავიანთი განვითარების ნიშნები და თავისებურებანი გადასცენ მემკვიდრეობას.ამ უნარის წყალობით ყველა ცოცხალი არსება თავის მემკვიდრეობაში ინარჩუნებს სახის თვისებებს. მემკვიდრეობითი თვისებების ასეთი მონაცვლეობა უზრუნველყოფილია გენეტიკური ინფორმაციის გადაცემით.მემკვიდრეობითობა, ცვალებადობასთან ერთდ, უზრუნველყოფს სიცოცხლის ფორმების მუდმივობასა და მრავალგვარობას და ცოცხალი ბუნების ევოლუციის საფუძველში დევს. ადამიანი მემკვიდრეობით ღებულობს ანატომიურ-ფიზიოლოგიურ სტრუქტურას, რომელიც ასახავს ინდივიდის, როგორც ადამიანთა მოდგმის წარმომადგენლის, სახეორბივ ნიშნებს: მეტყველების, აზროვნების, შრომითი საქმიანობისა და სხვა მონაცემებს. მემკვიდრეობითობა და ცვალებადობა გენეტიკის შესწავლის საგანია.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.