მა მე მი მო მრ მს მუ მყ
მე- მედ მეზ მეთ მემ მენ მეტ მეც მეხ

მენტალიტეტი

L.
გონებრივი, ემოციონალური, კულტურული თავისებურებების, ფასეულობრივი ორიენტაციებისა და მიზანდასახულობების ერთობლიობა, რომელიც ახასიათებს სოციალურ ან ეთნიკურ ჯგუფს, ერს ან ხალხს. ასევე, ამ ტერმინის გამოყენება შეიძლება ცალკეული ადამიანის მსოფლმხედველობის ან აზროვნების ტიპის დახასიათებისას. მასწავლებლის მენტალიტეტი მასწავლებლის ყოფიერების ფენომენი, ერთმთლიანი სისტემურ-სტრუქტურული დინამიკური ახალწარმონაქმნი, რომელიც განისაზღვრება პროფესიონალური საქმიანობისადმი მასწავლებლის პიროვნული ინტერესებით და მჟღავნდება აზროვნების ხერხებში, მორალურ მსჯელობებში, შეფასებებში, მიმართებებში, გრძნობებში, მოტივებში, მოქმედებებში და წარმოადგენს საქმიანობაში მასწავლებლის პიროვნულ-პროფესიონალური პოტენციალის რეალიზაციის განმსაზღვრელ პირობას.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9