მა მე მი მო მრ მს მუ მყ
მე- მედ მეზ მეთ მემ მენ მეტ მეც მეხ

მენტორი

  1. Gk.
    ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ალკიმონის ძე, კუნძულ ითაკიიდან, ოდისევსის ძველი მეგობარი და თანამგზავრი, რომელსაც ოდისევსმა, ტროას ომში წასვლის წინ, სახლი და ჯალაბობა ჩააბარა და მათზე ზრუნვა დაავალა. ბოლომდე მეგობრის ერთგული დარჩა, წინ ეღობებოდა გათავხედებულ სასიძოებს, აღზარდა ოდისევსის შვილი ტელემაქე, რჩევებს აძლევდა, სახლს უვლიდა. ხშირად თვით ათენი იღებდა მენტორის სახეს და ისე არიგებდა ტელემაქეს, იცავდა ოდისევსს. ასე გამოეცხადა მენტორი-ათენა პირველად ტელემაქეს და ბოლოს ოდისევსს, რომელიც სასიძოების წინააღმდეგ გაბედული მოქმედებისათვის წააქეზა, თუმცა, სასიძო აგელაოსი მოკვლით და შვილების სახლიდან გაყრით დაემუქრა. ამ საფუძველზე განზოგადდა მენტორის სახელი. მენტორი საზოგადო სახელად იქცა და ხშირად გამოიყენება დამრიგებლის ან ახალგაზრდობის ხელმძღვანელის აზრით.
  2. სპეციალურად მომზადებული მასწავლებელი, რომელსაც შეუძლია დაეხმაროს:
  3. სასკოლო პრაქტიკის კურსების წარმართვაში მასწავლებლის მომზადებაში ჩართულ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებს;
  4. პრაქტიკული პედაგოგიური ჩვევების ჩამოყალიბებასა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრში წარსადგენი რეკომენდაციების მოპოვებაში გამოსაცდელ პერიოდში მომუშავე ინსტრუქტორებს;
  5. პროფესიულ განვითარებაში სხვა მასწავლებლებს.
    Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9