აბ აგ ად ავ აზ აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ
ანა ანდ ანთ ანკ ანო ანტ

ანალოგია

  1. Gk.
    ხშირად გამოიყენება დასკვნა ანალოგიის მიხედვით, რომლის ჩვეულებრივი სქემა ასეთია: B ობიექტს გააჩნია ნიშნები a, b, c, d, e; ამასთან, C ობიექტს გააჩნია ნიშნები b, c, d, e; მაშასადამე, C ობიექტს შესაძლოა გააჩნდეს ნიშანი a. ანალოგიას არა აქვს დიდი დამტკიცებითი ძალა არა მხოლოდ იმიტომ, რომ მისი დასკვნა ყოველთვის ალბათურია, არამედ იმიტომაც, რომ ამ ალბათობის ხარისხი შესადარებელი ობიექტების ნიშნების შემთხვევითი მსგავსების ან არაარსებითი ნიშნების დაფიქსირების საფუძველზე შეიძლება აღმოჩნდეს ძალიან დაბალი. ანალოგიის მიხედვით დასკვნის ალბათობის ამაღლების მიზნით მიღებულია შემდეგი მოთხოვნები:
  2. ანალოგია უნდა ემყარებოდეს შესადარებელი ობიექტების არსებით ნიშნებს და შესაძლებლობის მიხედვით მსგავსი ნიშნები უნდა იყოს რაც შეიძლემა მეტი.
  3. იმ ნიშნის, რომლის მიმართაც კეთდება დასკვნა, კავშირი ობიექტების საერთო ნიშნებთან უნდა იყოს რაც შეიძლება მჭიდრო;
  4. ანალოგიამ არ უნდა წაგვიყვანოს დასკვნისაკენ ობიექტების ყველა ნიშნით მსგავსების მოთხოვნით;
  5. დასკვნა ანალოგიის მიხედვით უნდა შეივსოს განსხვავებათა კვლევით და იმის დამტკიცებით, რომ ეს განსხვავებები არ შეიძლება იყოს ანალოგიის მიხედვით დასკვნაზე უარის თქმის საფუძველი.
    Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9