მა მე მი მო მრ მს მუ მყ
მე- მედ მეზ მეთ მემ მენ მეტ მეც მეხ

მეტაკოგნიცია

Gk.
ვგებულობ საკუთარი აზროვნებითი პროცესისა და სასწავლო საქმიანობის ცოდნა და კონტროლი; საკუთარი აზროვნებითი პროცესისა და წარმოდგენათა საკუთარი სისტემის შინაარსის გაცნობიერება, საკუთარი კოგნიციური პროცესის აქტიური მონიტორინგი შემდგომი სწავლების მიზნებისათვის და ეფექტური ხერხების გამოყენება შემეცნებითი ამოცანების ამოხსნისათვის; საკუთარი აზროვნების გაცნობიერება და მისი მართვა; საკუთარი აზროვნებითი პროცესის მონიტორინგი და მისი მართვა. კოგნიციური ფსიქოლოგიის მკვლევარები მეტაკოგნიციას უკავშირებენ ისეთ ფსიქოლოგიურ ფენომენებს, როგორიცაა მეტამეხსიერება, კრიტიკული აზროვნება და მოტივაცია. ტერმინი მეტაკოგნიცია პირველად შემოიღო ჯონ ფლეიველმა 1970 წელს. იგი ამ ტერმინით აღნიშნავდა განსაკუთრებულ შემეცნებით პროცესს, რომელიც მიმართულია საკუთარი კოგნიციური საქმიანობის გაგებისკენ, სხვა სიტყვებით, აზრით საქმიანობას, მიმართულს საკუთარი აზროვნების გაგებისაკენ. როგორც ჩანს, მეტაკოგნიციის შინაარსში შემდგომ არაფერი შეცვლილა.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9