მეტაკოგნიციები,მეტაკოგნიციური გამოცდილება, მეტაკოგნიციური უნარები)მეორე რიგის კოგნიციები,ესეიგი სუბიექტის ცოდნა საკუთარი კოგნიციური სისტემის შესახებ და მისი მართვის უნარი. მეტაშემეცნების ცნება 1976 წელს შემოიღო ჯონ ფლეიველმა და მანვე განსაზღვრა იგი როგორც შემეცნებითი სფეროს ძირითადი თავისებურებებისა და მისი კონტროლის ხერხების შესახებ ადამიანის ცოდნის მთელი მოცულობა. ჯონ ფლეიველმა გამოყო მეტაშემეცნების ოთხი კომპონენტი: მეტაკოგნიციური ცოდნა, მეტაკოგნიციური გამოცდილება, მიზნები და სტრატეგიები. ბრაუნი მეტაკოგნიციას განსაზღვრავს როგორც ცოდნას საკუთარი ცოდნის შესახებ. იგი მეტაკოგნიციას ყოფს ორ ფართო კატეგორიად:
ცოდნა შემეცნების შესახებ საქმიანობის ისეთ სახეთა ერთობლიობა, რომლებიც მოიცავს კოგნიციური ქმედებებისა და უნარებისადმი შეგნებულ რეფლექსიას.
შემეცნების რეგულაცია
საქმიანობის ისეთ სახეთა ერთობლიობა, რომლებიც მოითხოვს თვითრეგულაციის მექანიზმებს სწავლების ან პრობლემის ამოხსნის მთელ მანძილზე. ბრაუნის სიტყვებით, მეტაკოგნიციური პროცესები იძლევა სწავლების პროცესის რეგულირებისა და კონტროლირების საშუალებას და შედგება შემდეგი პროცესებისგან:
საქმიანობის დაგეგმვის პროცესი (გეგმის ფორმირება, შედეგების წინასწარ განჭვრეტა, შესაძლო შეცდომათა ანალიზი)
საქმიანობის კონტროლის პროცესი,
შემეცნებითი საქმიანობის შედეგების შემოწმების პროცესი. არსებობს სხვა მეცნიერთა თვალსაზრისებიც.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.