მათემატიკური აზროვნების სპეციფიკური ტიპი. ამ ტიპის ადამიანები კარგად მანიპულირებენ რაოდენობრივი მონაცემებით. ისინი კარგად ერკვევიან კონკრეტულ სიდიდეებში და ოპერირებენ ისეთი პარამეტრებით, როგორიცაა: სიგრძე, სიმაღლე, სიგანე, ფასი, რაოდენობა, ღირებულება, დრო და სხვა. არ უყვართ ხატოვნება და ზოგადობა, მათთვის სირთულეს წარმოადგენს აბსტრაქტულის წარმოდგენა. ცხოვრებაში ასეთი ადამიანები ფრთხილები და წინდახედულები არიან. იშვიათად გადაუხვევენ საზოგადოებრივ წესებს, მკაცრად მისდევენ ინსტრუქციებს. უცნობლობა მათ აშინებს, სანამ ყველაფერს დაწვრილებით და ნიუანსებში არ გაარკვევენ, მოქმედებას არ დაიწყებენ.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.