ერთ-ერთი უმთავრესი იმ პარამეტრებიდან, რომლებიც განსაზღვრავენ ორატორის (მათ შორის მასწავლებლისა და ლექტორის) გამოსვლის (ლექციის) წარმატებას. დაბალი ენერგეტიკის მეტყველება ის მეტყველებაა, რომლის მოსმენისას მსმენელს ეძინება და მისი აზრები სადღაც ღრუბლებში დაცურავენ. ხოლო მაღალი ენერგეტიკის მეტყველება ის მეტყველებაა, რომლის მოსმენისას მსმენელებში ბობოქრობს, დუღს ენერგია. ისტორიულად მეტყველების ენერგეტიკის საზომად ჩამოყალიბდა სკალა 0-დან 20-მდე. 0 ეს არის მშვიდი ღრმა ძილი (ძალიან დაბალი ენერგეტიკა). 20 ეს ის შემთხვევაა, როცა ორატორი დორბლებს ყრის და ისე ყვირის თავის მოწოდებებს (ძალიან მაღალი ენერგეტიკა). 12-16 ორატორის სამუშაო მდგომარეობაა, რომელიც რეკომენდებულია გამოსვლისათვის. მეტყველების ენერგეტიკაზე ზემოქმედებს შემდეგი პარამეტრები:
გადაადგილება, როცა ორატორი მოძრაობს, დადის, გადაადგილდება, მაშინ მეტყველების ენერგეტიკა 1-2 ბალით მატულობს. რაც უფრო აქტიურია ეს მოძრაობა, მით მაღალია ენერგეტიკაც.
სიახლოვე აუდიტორიასთან. რაც უფრო ახლოსაა ორატორი მსმენელებთან, მით უფრო მაღალია მეტყველების ენერგეტიკა. ყოველი ნაბიჯი მსმენელებისკენ ეს პლიუს ერთი ბალია, აუდიტორიაზე ენერგეტიკული ზეგავლენის გაძლიერებაა.
ჟესტიკულაცია. რაც უფრო აქტიურია ჟესტიკულაციის გამოყენება, მით უფრო მაღალია მეტყველების ენერგეტიკა და, მაშასადამე, აუდიტორიაზე ზეგავლენაც. ჟესტიკულაციის შენელება ენერგეტიკის დადაბლებას იწვევს.
მიმართულობა მსმენელებისკენ. თუ ორატორი საუბრობს მაღალ ენერგეტიკაზე, მაგრამ უყურებს ჭერს ან იატაკს, მაშინ მისი ენერგეტიკა მიზანს არ ხვდება. იგი თვალებში უნდა უყურებდეს მსმენელებს. აქ პირადი კონტაქტი ძალზე ძლიერია.
ემოციონალურობა. ეს ინტონაციური სიმდიდრეა: რაც უფრო მეტი ემოციაა გამოსვლაში, მით უფრო ძლიერია ენერგეტიკა. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი პარამეტრია, რადგანაც ორატორი შეიძლება იდგეს ჟესტების გარეშე, ლაპარაკობდეს ხმადაბლა, მაგრამ საუბრის ემოციონალური დამუხტვით მან შეიძლება მიაღწიოს მსმენელების ზეაღზევებულ სმენას
მიმართულობა მსმენელებისკენ. თუ ორატორი საუბრობს მაღალ ენერგეტიკაზე, მაგრამ უყურებს ჭერს ან იატაკს, მაშინ მისი ენერგეტიკა მიზანს არ ხვდება. იგი თვალებში უნდა უყურებდეს მსმენელებს. აქ პირადი კონტაქტი ძალზე ძლიერია.
მრავალფეროვნება. ეს პარამეტრი ყველა წინა პარამეტრს ეხება. არც ერთი მათგანი, არც მოძრაობა, არც ჟესტიკულაცია, არც ხმამაღლობა და არც რომელიმე სხვა არ შეიძლება იყოს ერთფეროვანი, ერთტონალური, აუცილებელია მათი ცვლა მრავალფეროვნებაში, მრავალგვარობაში, და მეტყველების ენერგეტიკის ოპტიმალურობაც განპირობებული იქნება. მაღალი ენერგეტიკა მაშინაა კარგი, როცა საჭიროა კაცის დარწმუნება, შთაგონება, მოტივირება და ასე შემდეგ., როცა საჭიროა ემოციებისა და გრძნობების გადაცემა და სხვა. საშუალო ენერგეტიკა მაშინაა კარგი, როცა საჭიროა აუდიტორიასთან ინფორმაციული ან ლოგიკური ურთიერთქმედების დამყარება, როცა საჭიროა რომელიმე ინფორმაციის გადაცემა, მკაფიოდაა საჩვენებელი ლოგიკური ურთიერთკავშირები, ციფრებისა და ფაქტების წარმოდგენა გააზრებისათვის. დაბალი ენერგეტიკა კი მაშინაა კარგი, როცა საჭიროა ტრანსულ მდგომარეობათა შექმნა, კაცის დამშვიდება, მოდუნება, დაძინება და სხვა.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.