მა მე მი მო მრ მს მუ მყ
მე- მედ მეზ მეთ მემ მენ მეტ მეც მეხ

მეცნიერება

ადამიანური საქმიანობის სფერო, რომელშიც მიმდინარეობს სინამდვილის შესახებ ობიექტური ცოდნის შემუშავება და თეორიული სისტემატიზაცია. მნიშვნელოვანია ის, რომ მეცნიერება არ დაიყვანება ცოდნაზე. ეს არ არის მხოლოდ ცოდნის სისტემა, როგორც ამას ზოგჯერ ამტკიცებენ, არამედ ესაა სწორედ საქმიანობა, მუშაობა, რომელსაც მიზნად ცოდნის მიღება განუზრახავს. მეცნიერების სფუძველია ფაქტების შეგროვება, მათი მუდმივი განახლება და სისტემატიზაცია, კრიტიკული ანალიზი და, ამის საფუძველზე, ახალი ცოდნის ან განზოგადებათა სინთეზი, რომელიც არა მარტო აღწერს დასაკვირვებელ ბუნებრივ ან საზოგადოებრივ მოვლენებს, არამედ მიზეზ-შედეგობრივი კავშირების აგების საშუალებასაც იძლევა, შემდგომი პროგნოზირების მიზნით. ის თეორიები და ჰიპოთეზები, რომლებიც მტკიცდება ფაქტებით ან ცდებით, ყალიბდება ბუნების ან საზოგადოების კანონების სახით.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9