მა მე მი მო მრ მს მუ მყ
მე- მედ მეზ მეთ მემ მენ მეტ მეც მეხ

მეცნიერული ეთიკა

  1. ერთობლიობა იმ მორალური პრინციპებისა, რომლებსაც იცავენ მეცნიერები თავიანთ მეცნიერულ საქმიანობაში და, რომლებიც უზრუნველყოფენ მეცნიერების ფუნქციონირებას. რობერტ მერტონმა თავის სოციოლოგიურ შრომებში გამოყო ოთხი მორალური პრინციპი:
  2. კოლექტივიზმი კვლევის შედეგები მეცნიერული საზოგადოებისთვის უნდა იყოს ღია.
  3. უნივერსალიზმი ნებისმიერი მეცნიერული იდეის ან ჰიპოთეზის შეფასება უნდა იყოს დამოკიდებული მხოლოდ მეცნიერული საქმიანობის შინაარსსა და ტექნიკურ სტანდარტებთან შესაბამისობაზე და არა მისი ავტორის სოციალურ მახასიათებლებზე, მაგალითად, მის სტატუსზე.
  4. უანგარობა მეცნიერული შედეგების გამოქვეყნებისას მკვლევარის მისწრაფება უნდა იყოს პრობლემის ამოხსნისაგან მიღებული კმაყოფილება და არა პირადი მოგების მიღება.
  5. ორგანიზებული სკეპტიციზმი მკვლევარები კრიტიკულად უნდა მიუდგნენ როგორც საკუთარ იდეებს, ასევე კოლეგების მიერ წამოყენებულ იდეებსაც. არსებობს კიდევ ორი პრინციპი: ჭეშმარიტების თვითღირებულება და სიახლის თვითღირებულება.
    Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9