ახალი ცოდნისა და ამოცანების ამოხსნის მეთოდების მიღების ძირითადი ხერხების ერთობლიობა ნებისმიერი მეცნიერების ჩარჩოებში. მეთოდი თავის თავში მოიცავს ფენომენთა გამოკვლევის ხერხებს, ადრე მიღებული და ახალი ცოდნის სისტემატიზაციასა და კორექტირებას. დასკვნები კეთდება მსჯელობის პრინციპებისა და წესების მეშვეობით ობიექტის შესახებ ემპირიული (დაკვირვებადი და გაზომვადი) მონაცემების საფუძველზე. მონაცემების მიღების ბაზას წარმოადგენს დაკვირვებები და ექსპერიმენტები. იმ ფაქტების ახსნისათვის, რომელსაც აკვირდებიან, ხდება ჰიპოთეზების წამოყენება და იგება თეორიები, რომელთა საფუძველზეც ყალიბდება დასკვნები და წინადადებები. მიღებული პროგნოზები მოწმდება ექსპერიმენტით ან ახალი ფაქტების შეგროვებით. ნებისმიერი მეცნიერებისათვის მეცნიერული მეთოდის უმნიშვნელოვაწესი მხარე, მისი განუყოფელი ნაწილია ობიექტურობის მოთხოვნა, რომელიც გამორიცხავს შედეგების სუბიექტურ ახსნას. დაუმტკიცებლად, დაჯერების საფუძველზე არ შეიძლება მიღებულ იქნას ესა თუ ის მტკიცება, თუნდაც იგი ავტორიტეტის სახელთან იყოს დაკავშირებული. ყოველი შესამოწმებელი დებულება მეცნიერულად მკაცრად უნდა იქნეს შემოწმებული დაკვირვებით ან ექსპერიმენტით. ლუდვიკ ფლეკის სიტყვებით, მეცნიერული კვლევის შედეგი არ უნდა მოექცეს ჩვენი წინასწარ შეგონების გავლენის ქვეშ.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.