იმ სამეტყველო საშუალებათა სისტემა, რომლებიც ემსახურება მეცნიერებისა და სწავლების სფეროს. ეს არის ლიტერატურული ენის მეტყველების ფუნქციონალური სტილი, რომელსაც ახასიათებს მთელი რიგი თავისებურებანი: გამოთქმის წინასწარი მოფიქრება, მონოლოგურობა, ენობრივ საშუალებათა მკაცრი შერჩევა, სწრაფვა ნორმირებული მეტყველებისკენ. მეცნიერული ნაშრომების სტილი განისაზღვრება შინაარსითა და მეცნიერული უწყების მიზნებით: ფაქტების შეძლებისდაგვარად ზუსტი და სრული ახსნა, მოვლენებს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირების ჩვენება, ისტორიული განვითარების კანონზომიერებათა გამოვლენა და სხვა. ცნობილია მეცნიერული სტილის შემდეგი სახეები:
საკუთრივ მეცნიერული ქვესტილი (მონოგრაფია, სტატია, დისერტაცია, მეცნიერულ დისპუტებში გამოსვლები, მეცნიერული მოხსენებები და სხვა.)
მეცნიერულ-სასწავლო ქვესტილი (სახელმძღვანელოები, ცნობარები, ლექციები, მეთოდიკური რეკომენდაციები და სხვა.)
მეცნიერულ-პოპულარული ქვესტილი (მეცნიერულ-პოპულარული უწყებები, ნარკვევები, სტატიები და სხვა.).
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.