კლასიფიკაცია ხდება მახასიათებელი ნიშნების მიხედვით სენსორული მოდალობის მიხედვით მხედველობითი (ვიზუალური) მეხსიერება, მოტორიკული (კინესთეტიკური) მეხსიერება, ხმოვანი (აუდიალური) მეხსიერება, გემოვნებითი მეხსიერება, ყნოსვითი მეხსიერება, მტკივნეულობითი მეხსიერება, ეიდეტიკური მეხსიერება.
შინაარსის მიხედვით ხატოვანი მეხსიერება, მოტორიკული მეხსიერება, ემოციონალური მეხსიერება, სოციალური მეხსიერება, სივრცული მეხსიერება.
დამახსოვრების ორგანიზაციის მიხედვით დეკლარაციული მეხსიერება (ეპიზოდური მეხსიერება, სემანტიკური მეხსიერება და ავტობიოგრაფიული მეხსიერება), პროცედურული მეხსიერება.
შენახვის დროის მიხედვით ულტრახანმოკლე მეხსიერება, ხანმოკლე მეხსიერება, ხანგრძლივი მეხსიერება.
ფიზიოლოგიური პრინციპების მიხედვით ნერვული უჯრედების კავშირების სტრუქტურით განსაზღვრული იგივე ხანგრძლივი) და წერვული გზების ელექტრონული აქტიურობის მიმდინარე ნაკადით განსაზღვრული (იგივე ხანმოკლე).
მიზნის არსებობის მიხედვით ნებისმიერი და არანებისმიერი.
საშუალებათა არსებობის მიხედვით გაშუალებული და გაუშუალებელი.
განვითარების დონის მიხედვით მოტორიკული, ემოციონალური, ხატოვანი, სიტყვიერ-ლოგიკური. არსებობს სხვა კლასიფიკაციებიც. მათ შორისაა: სახეთა შენახვის ხანგრძლივობის მიხედვით არჩევენ მყისიერ (სენსორულ), ხანმოკლე, ოპერატიულ და ხანგრძლივ მეხსიერებას. კვლევის მიზწების მიხედვით არჩევენ გენეტიკურ (ბიოლოგიურ), ეპიზოდურ, რეკონსტრუქციულ, რეპროდუქციულ, ასოციაციურ და ავტობიოგრაფიულ მეხსიერებას.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.