მა მე მი მო მრ მს მუ მყ
მოა მობ მოდ მოზ მოთ მომ მონ მორ მოს მოტ მოქ მოძ მოწ

მოაზროვნე

ადამიანი, რომელსაც უყვარს პრობლემისა და სიტუაციის განხილვა ყველა თვალსაზრისით. იგი ანალიზს უკეთებს თვის გამოცდილებას, გარდასულ ხდომილობებს, გულდასმით უნდა აწონ-დაწონოს ყოველივე და საბოლოო დასკვნის გამოტანას, რაც შეიძლება, აჭიანურებს. მოქმედების დაწყების წინ გულდასმით უნდა გააზრიანოს თავისო მოქმედების შესაძლო შედეგები და ასპექტები. თათბირებისა და დისკუსიების დროს უკანა პლანზე ყოფნას უპირატესობას ანიჭებს და სიამოვნებით ადევნებს თვალ-ყურს კოლეგების აქტიურობას. ასეთ ადამიანს, ჩვეულებრივ, უკავია რამდენადმე განმარტოებული ადგილი, თვალში საცემი არ არის და მისთვის დამახასიათებელია შემწყნარებლობა. ასეთ მოსწავლეს მიეცით დრო მომზადებისთვის, მოფიქრებისთვის, შესაძლო ალტერნატივების შესწავლისათვის.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9