აბ აგ ად ავ აზ აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ
აგნ აგრ

აგნოზია

Gk.
(а უარყოფითი ნაწილაკი + уuш ცოდნა)- აღქმის სხვადასხვა სახის ( მხედველობითის, სმენითის, ტაქტილურის) დარღვევა მგრძნობელობისა და ცნობიერების შენარჩუნებით. აგნოზია არის პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც აღმოცენდება თავის ტვინის ქერქისა და უახლოესი ქერქვეშა სრუქტურების დაზიანებისას. ასიმეტრიული დაზიანებისას შესაძლოა განვითარდეს ცალმხრივი (სივრცითი) აგნოზიები. აგნოზიები დაკავშირებულია თავის ტვინის ქერქის მეორადი (პროექციულ-ასოციაციური) უბნების დაზიანებასთან. ეს უბნები პასუხისმგებელია ინფორმაციის ანალიზსა და სინთეზზე. ამ შემთხვევაში სრულად ან ნაწილობრივ იკარგება ცნობის უნარი.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9