გვთავაზობს, ამოცანაში შემოვიყვანოთ ფანტასტიკური საშუალებები ან პერსონაჟები, რომლებიც შეასრულებენ იმას, რაც ამოცანის პირობაში მოითხოვება. ამ ხერხის აზრი იმაში მდგომარეობს, რომ ფანტასტიკურ საშუალებათა აზრითი გამოყენება ხშირად ხელს უწყობს ამოცანის ამოხსნის ახალი გზების ძიებაში გარკვეული ხელისშემშლელი შეზღუდულობების დაძლევას. გამოიყენება სინექტიკაში.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.