სწავლება, რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული ელექტრონულ და დისტანციურ სწავლებასთან. მათგან განასხვავებს მობილურ მოწყობილობათა გამოყენება. სწავლება მიმდინარეობს ადგილსამყოფელის მიუხედავად და პორტატიული (მობილური) ტექნოლოგიების გამოყენებით. სხვა სიტყვებით, მობილური სწავლება, პორტატიულ მოწყობილობათა დახმარებით, ამცირებს განათლების მიღების იმ შეზღუდვას, რომელსაც იწვევს ადგილსამყოფელი.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.