(აკრონიმი, შედგენილი სიტყვებისაგან მოდულატორი და დემოდულატორი)-მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება კავშირის სისტემებში ინფორმაციული სიგნალის შეუღლებისათვის მისი გავრცელების გარემოსთან, სადაც მას ადაპტაციის გარეშე არსებობა არ შეუძლია.მოდულატორი მოდემში მონაცემთა გადაცემისას ახორციელებს გამზიდი სიგნალის მოდულაციას, ესეიგი მის მახასიათებლებს ცვლიან შემავალი ინფორმაციული სიგნალის ცვლილებათა შესაბამისად, დემოდულატორი კავშირის არხიდან მონაცემთა მიღებისას ახორციელებს შექცეულ პროცესს.მოდემი ასრულებს კავშირის ხაზის ბოლო მოწყობილობის ფუნქციას.მოდემები ფართოდ გამოიყენება კომპიუტერების კავშირისათვის სატელეფონო ქსელით (სატელეფონო მოდემი)ან საკაბელო ქსელით (საკაბელო მოდემი)
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.