მა მე მი მო მრ მს მუ მყ
მოა მობ მოდ მოზ მოთ მომ მონ მორ მოს მოტ მოქ მოძ მოწ

მოზრდილთა განათლების სახეები

  1. პროგრამები და მათი შესაბამისი დაწესებულებები დაჯგუფებულია საერთო დასახელებაში შესასრულებელი ფუნქციების მსგავსების ნიშნის მიხედვით. სახეთა ერთობლიობა განწილებულია (დაყოფილია) სხვადასხვა საფუძველზე. მათგან მთავარია:
  2. საგანმანათლებლო საქმიანობა ორიენტირებულია იმ ამოცანების შესრულებაზე, რომლებიც გამომდინარეობს მოზრდილთა განათლების სოციალური ფუნქციებიდან (მაადაპტირებელი, კომპენსატორული, წინმსწრები და დამატებითი).
  3. საგანმანათლებლო საქმიანობა ორიენტირებულია ადრე მიღებულ განათლებასა და საგანმანათლებლო კიბის გავლილ საფეხურებთან კავშირის ხასიათზე (პოსტსაბაზო, მამოდერნიზირებელი, განმაახლებელი და განახლებული). დასახელებული კავშირი შეიძლება იყოს ფორმალური, შინაარსობრივი, არსებითი. პირველ შემთხვევაში მხედველობაშია დაწესებულებათა ჯგუფები, რომლებიც უზრუნველყოფენ ცოდნისა და უნარ-ჩვევების რაოდენობრივ მატებას. მეორეში უკვე არსებულის გამდიდრება. მესამეში კი პიროვნების შემოქმედებითი პოტენციალის ყველა მხარის გამდიდრება იდეალური ვარიანტი, რომელიც შეესაბამება უწყვეტი განათლების კონცეფციას.
    Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9