მა მე მი მო მრ მს მუ მყ
მოა მობ მოდ მოზ მოთ მომ მონ მორ მოს მოტ მოქ მოძ მოწ

მოთხოვნილება

ადამიანის მდგომარეობა, რომელიც იქმნება მისი არსებობისა და განვითარებისათვის აუცილებელი ობიექტებისა და ქმედებების საჭიროების განცდისას, გვევლინება წყაროდ მისი აქტიურობისა, რომელიც ორგანიზებას უკეთებს შემეცნებით პროცესებს, წარმოსახვასა და ქცევას, მიმართულებას აძლევს მათ. ეს არის რაიმეს საჭიროება ან უკმარობა, რაც აუცილებელია ორგანიზმის ცხოველმოქმედების, პიროვნების, სოციალური ჯგუფისა და საზოგადოების ცხოვრებისა და საქმიანობის მხარდაჭერისათვის. ბიოლოგიური მოთხოვნილებები, მათ შორის ადამიანის განპირობებულია ნივთიერებათა ცვლით-ნებისმიერი ორგანიზმის არსებობის აუცილებელი წინამძღვრით. სოციალური სუბიექტების - პიროვნებათა, სოციალური ჯგუფებისა და საზოგადაების მოთხოვნილებები-დამოკიდებულია მოცემული საზოგადოების განვითარების დონეზე, ასევე, მათი საქმიანობის სპეციფიკურ სოციალურ პირობებზე, მოითხოვნილებები დაკონკრეტებული და გასაგნობრივებული ხდება მოტივებში.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9