პიროვნების დადებითი ზნეობრივ-ეთიკური და ნებისყოფითი თვისება, რომელიც გამოიხატება პიროვნების უნარში, შეაგულიანოს (წააქეზოს) საკუთარი თავი ან სხვები ქმედებისათვის, მისი ხარისხიანი შესრულებითვის ან განამტკიცოს მავნე ქმედებები. ეს კეთდება რჩევების, დარიგებების, თხოვნების, დავალიანებების,მითითებების, განკარგულებების, ბრძანებების, მუქარის და მათი შესრულების კონტროლის სხვადასხვა ფორმის მეშვეობით. პედაგოგიური მომთხოვნელობის საფუძველია ამაღლებული ზნეობრივ-მორალური პასუხისმგებლობა საზოგადოებისა და ერის წინაშე. პედაგოგიური მოთხოვნა.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.