ობიექტური ფორმით წარმოდგეწილი ერთობლიობა იმ დამოუკიდებელი მასალებისა (სტატიების, გაანგარიშებების, ნორმატიული აქტების, სასამართლო გადაწყვეტილებების და სხვა.), რომლებიც სისტემატიზირებულია იმგვარად, რომ ელექტრონული გამომთვლელი მანქანების საშუალებით (ეგმ) ადვილი იყოს მათი მონახვა, წაკითხვა, დამუშავება მოდიფიცირება და შენახვა. ეს არის მონაცემთა სახელდებული ერთობლიობა, რომელიც ასახავს ობიექტების მდგომარეობასა და მათ ურთიერთმიმართებებს მოცემულ საგნობრივ სფეროში. უზრუნველყოფს ერთი და იმავე მონაცემების დაშვებას სხვადასხვა გამოყენებაში, უშვებს დაგეგმვის, კვლევისა და მართვის ამოცანების ამოხსნას.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.