მა მე მი მო მრ მს მუ მყ
მოა მობ მოდ მოზ მოთ მომ მონ მორ მოს მოტ მოქ მოძ მოწ

მორალი

L.
(საზოგადოებრივი ტრადიციები, ფარული წესები)საზოგადოებაში მიღებული წარმოდგენები კარგისა და ცუდის, სწორისა და არასწორის, სიკეთისა და ბოროტების შესახებ, ასევე, იმ ქცევათა ნორმების ერთობლიობა, რომლებიც გამომდინარეობს ამ წარმოდგენებიდან. ტერმინი „მორალი“ საზოგადოების განვითარებამ წარმოშვა, მაგრამ ამ ცნებამ თანდათანობით პოლიტიკური შეფერილობა მიიღო. ყველა ისტორიულ ფორმაციას თავისი მორალი ჰქონდა. მაგალითად, კომუნისტებს ჰქონდათ „კომუნიზმის მშენებლის მორალური კოდექსი“, მაგრამ საბჭოთა კავშირში შემავალ ყველა ერს თავისი ეროვნული ზნეობრივი ნორმები ჰქონდა, ხშირად ერთმანეთისგან არსებითად განსხვავებული. მორალის ცნებას ფილოსოფია სწავლობს, კერძოდ, ეთიკა. ზნეობა.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9