(მოძრაობაში მომყავს)მრავალმნიშვნელობიანი ცნებაა. ფსიქოლოგიაში: ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური პლანის დინამიკური პროცესი, რომელიც მართავს ადამიანის ქცევას, განსაზღვრავს მის მიმართულობას, ორგანიზებულობას, აქტიურობასა და მდგრადობას. ეს არის გარეგანი და შინაგანი პირობების ის ერთობლიობა, რომელიც იწვევს სუბიექტის აქტიურობას; გაცნობიერებადი მიზეზი, რომელიც საფუძვლად უდევს პიროვნების ქმედებებსა და საქციელს. ფუნქციონალური მოტივი საქმიანობის სურვილის ისეთი გაცხოველება, რომლის დროსაც თვით საქმიანობის პროცესი მოაქვს ემოციონალურ კმაყოფილებას და არა მისაღწევ შედეგს.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.