ბავშვის საერთო განვითარების ამ უბანში შედის განვითარება კოორდინაციისა და უნარისა, შეასრულოს რთული მოძრაობები და შეძლოს გარესამყაროს საგნებით მანიპულირება. ადამიანის მოტორიკული ჩვევების დიდი ნაწილი ყალიბდება მის განვითარებასთან ერთად, სწავლების გარეშე. მაგალითად, ბავშვი ჯდება და იღებს საგანს 6 თვისა, დახოხავს 9 თვისა და დადის მიახლოებით 18 თვისა. სხვა ჩვევების დაუფლება მოითხოვს გარეგან ხელმძღვანელობას, შეგულიანებასა და გულის წადილს, თუმცა, ბავშვის მიერ პრაქტიკული და სოციალური ჩვევების დაუფლებისათვის მნიშვნელოვანია ასევე იმიტაციური თამაშები. მოტორიკული ჩვევების მისაღებად ბავშვმა:
უნდა გაიგოს გარესამყაროში საგნების ტიპიური მოქმედება, მაგალითად, ბურთის ან ვოლანის (ბადმინტონის ბურთი) გაფრენის ტრაექტორია.
ისწავლოს საკუთარი კუნთების მოძრაობების მართვა
ჰქონდეს როგორც ერთის, ისე მეორის კოორდინირების უნარი. მოძრაობათა საკმარისად კარგი მართვა შეუძლებელია
წლის ასაკამდე, ესეიგი ტვინის უჯრედების გარკვეულ მომწიფებამდე.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.