ცალკეულ მოლაპარაკეთა ან მოლაპარაკე საზოგადოების მიერ ურთიერთობებში ორი ან მეტი ენის გამოყენება. ცნობილია, რომ მსოფლიოს მოსახლეობაში მრავალენოვანთა რაოდენობა ჭარბობს ერთენოვანთა რაოდენობას. ამას ხელს უწყობს ისეთი მოვლენები, როგორიცაა გლობალიზაცია და სოციალური გახსნილობა (ღიაობა).
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.