აბ აგ ად ავ აზ აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ
ანა ანდ ანთ ანკ ანო ანტ

ანდროგინია

L.
(Andros მამაკაცური, მამაკაცისა + gunes ქალური, ქალისა) ცნება, რომელიც შემოიღო ამერიკელმა ფსიქოლოგმა სანდრა ბემმა აღსანიშნავად იმ ადამიანებისა, რომლებიც თავის თავში წარმატებით უხამებენ ერთმანეთს როგორც ტრადიციულად მამაკაცურ, ისე ტრადიციულად ქალურ ფსიქოლოგიურ თვისებებს. როგორც დამტკიცებული იყო, ამ თვისებათა დიფერენციაცია სქესობრივი ნიშნების მიხედვით წარმოიქმნება და ყალიბდება უფრო ბიჭებისა და გოგონების სპეციფიკური ოჯახური აღზრდისა და მათზე სოციალური ზეგავლენის შედეგად, ვიდრე სქესებს შორის ბიოლოგიური განსხვავებებისა.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9