ნა ნე ნი ნო
ნებ ნეი ნეო

ნებიყოფა

ერთ-ერთი უმაღლესი ფსიქიკური ფუნქცია. ეს არის ადამიანის უნარი, აზროვნებითი პროცესის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება და თავისი აზრები და ქმედებები მიმართოს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად. ნებისყოფა როგორც გადაწყვეტილების მიღების აქტიური პროცესი, უპირისპირდება გარემომცველ გამღიზიანებლებზე პასიურ გაუაზრებელ რეაქციებს - სისუსტეებს. ნებისყოფა პიროვნების ოთხი სფეროდან ერთ-ერთია. ადამიანის მიერ სინამდვილის აქტიური ასახვის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც დაკავშირებულია გარესამყაროზე ადამიანთა ზემოქმედებასთან, მათ პრაქტიკასთან, ვლინდება შეგნებულ ქმედებებში, რომლებიც ორიენტირებულია დასახული მიზნების მიღწევაზე, რომელთა განხორციელება დაკავშირებულია დაბრკოლებათა გადალახვასთან:გარეგანი ბუნების ან სხვა ადამიანთა მხრიდან)და შინაგანი(თვით ადამიანის სურვილები და მისწრაფებები, რომლებიც ეწინააღმდეგება მოცემულ მიზანს). ნებისყოფიან ადამიანს ახასიათებს უნარი იმისა, რომ შეგნებულად მარტოს თავისი ქცევა, დაისახოს მკაფიოდ გაცნობიერებული მიზნები და გეგმაზომიერად, თანმიმდევრულად განახორციელოს ისინი,გადალახოს დაბრკოლებები, რომლებიც ამ გზაზე შეხვდება.ნებისყოფიან ადამიანს, აგრეთვე, აქვს უნარი, თავი შეიკავოს ამა თუ იმ ქმედებებისაგან, თუ ეს ასეა საჭირო, ნებისყოფის მიმართულობა (იმ მიზნების ხასიათი, რომლებსაც ისახავს ადამიანი და განსაკუთრებით- მათი საზოგადოებრივი მნიშვნელოვნობის ხარისხი) განისაზღვრება ადამიანის მსოფლმხედველობით, მისი მრწამსებითა და იდეალებით,რომლებიც ყალიბდება იმ კონკრეტულ პირობებში, სადაც ადამიანს ცხოვრება უწევს. ადამიანის ნებისყოფა ხასიათდება მრავალი თვისებით, მათ შორის ძირითადია: მიზანსწრაფვა, შეუპოვრობა, სიმტკიცე, დაჟინებულობა, თავდაჭერილობა,დისციპლინირებულობა, გამბედაობა და ვაჟკაცობა.აქედან ცხადია, რომ ნებისყოფა ძალზე მნიშვნელოვან როლს თამაშობს ხასიათის სტრუქტურაში და არის, თუ შეიძლება ასე ითქვას,- მისი "ქედი". ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისყოფის აღზრდას განუზომლად დიდი პედაგოგიური მნიშვნელობა ენიჭება.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9