ნა ნე ნი ნო
ნებ ნეი ნეო

ნეოთომიზმი

თომა აკვინელის სახელიდან)კათოლიციზმის ოფიციალური ფილოსოფია 1879 წლიდან 1962 წლამდე. თანამედროვე ვერსია თომიზმისა, რომელიც თავისი არსით არისტოტელეს ფილოსოფიის ქრისტიანულ ადაპტაციას წარმოადგენს. ნეოთომისტური მოძღვრების მთავარი შემადგენელია ყოფიერებისა (ღმერთი) და არსებულის (ბუნება) დუალიზმი, ღმერთი აღიქმება როგორც პირველმიზეზი, საგნები როგორც მატერიისა და ფორმის შეერთება, ხოლო პროცესები როგორც პოტენციის გადასვლა აქტუალობაში. ღმერთის მიერ შექმნილი საგნები განიხილება როგორც სუბსტანციები, ომელთა შესახებ მსჯელობა შეიძლება მათი არსებისა და არსებობის მიხედვით. ნეოთომისტები ავიანთ თავს „რეალისტებს“ უწოდებენ, რადგანაც აღიარებენ მატერიალისტურ გარესამყაროს, მაგრამ როგორც ნაწილს უფრო ფართო ყოფიერებისა, რომელშიც არის მეორე რეალობის ღმერთის ადგილი. ნეოთომიზმის ქვაკუთხედია სწავლება რწმენისა და გონების ჰარმონიის შესახებ. ნეოთომისტები განარჩევენ შემეცნების ორ წყაროს ბუნებრივ გონებასა (მეცნიერებას) და ღვთაებრივ ზეშთაგონებას (რელიგიას). ამასთან, თვლიან, რომ ისინი ერთმანეთს არ ეწინააღმდეგებიან.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9