აბ აგ ად ავ აზ აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ
აბდ აბი აბრ აბს

აბდუქცია

L.
ab-დან +ducere წაყვანა;abduction გადაყვანა; მოტაცება)-ჰიპოტეზების მიღების შემეცნებითი პროცედურა. აბდუქცია წარმოადგენს რედუქციული დასკვნის სახეს იმ თავისებურებით, რომ წინამძღვრიდან, რომელიც პირობით გამონათქვამს წარმოადგენს და დასკვნიდან გამომდინარეობს მეორე წინამძღვარი.ტერმინი შემოღებულია ჩარლზ პირსის მიერ ჰიპოტეზური აზროვნების ლოგიკის აღსანიშნავად.აბდუქცია არის მსჯელობის ისეთი ხერხი, რომელიც ორიენტირებულია სარწმუნო ახსნით ჰიპოთეზებზე.პირსი აბდუქციისა და მსჯელობათა ტრადიციული ფორმების შედარებისას აღნიშნავდა, რომ "ინდუქცია განიხილავს ჰიპოთეზებს და ზომავს ფაქტებთან მათი თანხმობის ხარისხს.არაუმეტესი ამისა შეუძლია დედუქციას.მეცნიერების ყველა იდეა წარმოიშობა აბდუქციის მეშვეობით" აბდუქცია და ინდუქცია იწყებენ ფაქტებით,მაგრამ სხვადასხვანაირად იკვლევენ მათ. თუ ინდუქცია ეძებს ფაქტებს, რომლებიც ასაბუთებენ დასკვნას, მაშინ აბდუქცია ორიენტირებულია ფაქტებს შორის გარკვეული რეგულარულობის დამყარებაზე. ეს რეგულარულობა გამოიხატება წინასწარი ჰიპოთეზის სახით, რომელსაც მრავალჯერადი დაზუსტების შემდეგ შეეძლება ამ ფაქტების ახსნა.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9