იგივეა, რაც ლოგიკური პოზიტივიზმი ანუ ლოგიკური ემპირიზმი. ეს არის ფილოსოფიური სკოლა, რომელიც მოიცავს ემპირიზმს იდეას იმის შესახებ, რომ სამყაროს შემეცნებისათვის აუცილებელია დაკვირვებადი დამტკიცებები, რომლებიც ემყარება რაციონალიზმს, რომელიც, თავის მხრივ, ეფუძნება მათემატიკურ და ლოგიკურ-ლინგვისტიკურ კონსტრუქციებს ეპისტემოლოგიაში. ლოგიკური პოზიტივიზმი ამტკიცებს, რომ სამყარო შეცნობადია, მხოლოდ უნდა გავთავისუფლდეთ არადაკვირვებადისგან.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.