ნა ნე ნი ნო
ნიშ ნიჭ

ნიჭი

პიროვნების თანდაყოლილი თვისება, ბუნების წყალობა, ჯილდო, რომელიც განსაზღვრული გვარის საქმიანობის წარმატებით განხორციელების პირობას წარმოადგენს. ნიჭი მონაცემებიდან ვითარდება საქმიანობის პროცესში, კერძოდ, სასწავლო საქმიანობის. ნიჭი არ დაიყვანება იმ ცოდნასა და უნარ-ჩვევებზე, რომლებიც ინდივიდს გააჩნია. იგი ვლინდება ამა თუ იმ საქმიანობის ხერხების დაუფლების სისწრაფეში, სიღრმესა და სიმტკიცეში და წარმოადგენს შინაგან ფსიქიკურ რეგულატორს, რომელიც უზრუნველყოფს მათი შეძენის შასაძლებლობას.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9