ის ბავშვები, რომლებიც ამჟღავნებენ ზოგად ან სპეციალურ ნიჭიერებას (მუსიკის, ხატვის, ტექნიკის და სხვა. მიმართ). მიღებულია, რომ ნიჭიერების დიაგნოსტირება მოხდეს გონებრივი განვითარების ტემპის მიხედვით, იმის მიხედვით, თუ როგორ უსწრებს ბავშვი თავის თანატოლებს წინ სხვა თნაბარ პირობებში, როგორია ამ წინსწრების ხარისხი (ამაზეა დამყარებული გონებრივი ნიჭიერების ტესტი და ინტელექტუალურობის კოეფიციენტი). ასეთი მაჩვენებლის გაზვიადება არ შეიძლება, რამდენადაც პირველხარისხოვანი მნიშვნელობა ენიჭება ტვინის შემოქმედებით მხარეს და არა სხვა რამეს. ყველაზე ადრე ბავშვებში მჟღავნდება მხატვრული ნიჭიერება (მუსიკაში, შემდეგ ხატვაში). მეცნიერების სფეროში უპირველესად მათემატიკური ნიჭი მჟღავნდება. ბავშვებს, რომლებიც უჩვეულოდ ადრეული გონებრივი განვითარებით ან რომელიმე საქმიანობაში თავისებურად ელვარე, განსაკუთრებული მიღწევებით გამოირჩევიან, ვუნდერკინდებს უწოდებენ.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.