(ადამიანი სამკაული, წესრიგი; მშვიდობა) ფილოსოფიური და ზოგადმეცნიერული შეხედულება, რომლის თანახმადაც ადამიანი, მისი აზრი და საქმიანობა დგას სამყაროს ევოლუციის ცენტრში, მერე კი თვითონ გამოდის მის უმძლავრეს ფაქტორად. პედაგოგიკაში ჩამოყალიბდა როგორც არაძალადობრივი აღზრდისა და გლობალური აზროვნების ფორმირების თეორია, რომელიც ორიენტირებულია ზოგადსაკაცობრიო პრობლემების დასმაზე, მათ მშვიდობიან ამოხსნაზე და იმის გაგებაზე, რომ ადამიანი („მე“) სამყაროს აქტიური ნაწილაკია.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.