ნა ნე ნი ნო
ნომ ნონ ნორ ნოს ნოუ

ნომინალური სკალა.

იგივეა რაც სახელწოდებათა სკალა. ეს არის სკალა, რომელიც ყველა ობიექტს ყოფს ჯგუფებად ამა თუ იმ ნიშნის (განსხვავების) მიხედვით. ინფორმაციის შემდგომი დამუშავებისათვის ყოველ ნიშანთვისებას ენიჭება ციფრული კოდი. ნომინალურ სკალაში ობიექტებს შორის არავითარი რაოდენობრივი მიმართებები არ არის. მაგალითად, კლასის მოსწავლეები იყოფა ორ კატეგორიად და აღინიშნება: გოგონები 01, ბიჭები - 02.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9