(საქმე, მოქმედება; გავლენა, ზეგავლენა) ნებისმიერი ქცევა, რომელიც დემონსტრირდება ორგანიზმის მიერ და შეიძლება დახასიათდეს გარემოზე მისი ზემოქმედების ტერმინებში. ესეიგი მოცემული ტერმინი გამოიყენება იმ ნებისმიერი ქცევის აღწერისათვის, რომელიც განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ როგორ გავლენას ახდენს ეს ქცევა გარემოზე. როგორც ჩანს, ამ განმარტებაში ძირითადი თავისებურებაა ცნება იმ ცვლილებების ან ზემოქმედებებისა, რომლებსაც რეაქციები ახდენენ გარემოზე. მაშასადამე, ოპერანტი ფაქტობრივად წარმოადგენს იმ რეაქციების კლასს, რომელთაც აქვთ ერთი და იგივე ეფექტი. როცა ოპერანტის გაკონტროლებას იწყებს დიფერენციალური სტიმული, მაშინ ადგილი აქვს ოპერანტულ განპირობებულობას.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.