ეს არის აქტიური ქმედებები, აქციები, რომლებიც ორიენტირებულია სასურველი მიზნის მიღწევაზე. ბერეს სკინერი რეფლექსებისა და ოპერანტული ქცევის განსხვავების შესახებ ასე აღნიშნავდა: „რეფლექსები, როგორც პირობითი, ისე ყველა სხვა, ძირითადად დაკავშირებულია ორგანიზმში მიმდინარე შინაგან ფიზიოლოგიურ პროცესებთან. მაგრამ ხშირად ჩვენ გვაინტერესებს ისეთი ქცევა, რომელიც გარესამყაროზე ახდენს გარკვეულ ზეგავლენას. იგი წარმოიშობა ცხოვრების მიერ გამოწვეული ამოცანების ამოხსნის აუცილებლობასთან ადამიანის შეჯახების შედეგად.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.