მიუთითებს მეთოდის დამოკიდებულებაზე არა იმდენად ობიექტისაგან, რამდენად სუბიექტისაგან. წესებისა და დანიშნულებების ფორმირებაზე არსებით გავლენას ახდენს მკვლევარის მეცნიერული მომზადების დონე, მისი უნარი, როგორ შეუძლია ობიექტურ კანონებზე წარმოდგენები გადაიყვანოს შემეცნებით ხერხებში, მისი გამოცდილება, თუ როგორ იყენებს შემეცნებაში ამა თუ იმ ხერხებს, როგორ შეუძლია ამ ხერხების სრულყოფა; წესების შერჩევასა და დამუშავებაზე გავლენას ახდენს მკვლევარის აზროვნებითი უნარები. ხშირად ერთი და იმავე თეორიის საფუძველზე აღმოცენდება მეთოდის მოდიფიკაციები, რომლებიც დამოკიდებულია მხოლოდ სუბიექტურ მომენტებზე.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.