პა პე
პარ პატ

პარადიგმა

Gk.
(მაგალითი, მოდელი, ნიმუში)ფუნდამენტალურ მეცნიერულ მიზანდასახულობათა, წარმოდგენათა და ტერმინთა ერთობლიობა, რომელიც მიღებულია და გაზიარებულია მეცნიერული საზოგადოების მიერ და, რომელიც აერთიანებს ამ საზოგადოების წევრთა უმრავლესობას. პარადიგმა უზრუნველყოფს მეცნიერებისა და მეცნიერული შემოქმედების განვითარების მემკვიდრეობითობას. აქვს სხვა მნიშვნელობებიც. პარადიგმა მეთოდოლოგიაში ეს არის იმ ფასეულობების, მეთოდების, მიდგომების, ტექნიკური უნარებისა და საშუალებების ერთობლიობა, რომლებიც მიღებულია მეცნიერულ საზოგადოებაში, დამკვიდრებული მეცნიერული ტრადიციის ჩარჩოებში, გარკვეული დროის პერიოდში. პედაგოგიური პარადიგმა ეს არის პედაგოგიკის, როგორც მეცნიერებისა და პრაქტიკის, განვითარების განსაზღვრულ ეტაპზე სამეცნიერო პედაგოგიური საზოგადოების მიერ მიღებულ მეცნიერულ-თეორიულ, მეთოდოლოგიურ და სხვა მიზანდასახულობათა ერთობლიობა, რომლითაც პედაგოგიკურ პრობლემათა გადაჭრისას ხელმძღვანელობენ როგორც ნიმუშით (მოდელით, სტანდარტით). პარადიგმა გრამატიკაში ეს არის რომელიმე სიტყვის ფორმათა ტაბულა, როგორც ბრუნების ან უღლების ნიმუში.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9