პა პე
პარ პატ

პარადოქსულობა

მოულოდნელობა, უჩვეულობა, შინაარსით ან ფორმით წინააღმდეგობრიობა საკუთარ თავთან, ამოსავალ წანამძღვრებთან, საყოველთაოდ მიღებულთან, ტრადიციულ ხედვასთან, აზრთან. პარადოქსული სიტუაციები წარმოიქმნება მაშინ, როცა ერთმანეთს ეწინააღმდეგება ორი ემპირიული ფაქტი, ან ემპირიული ფაქტი და რომელიმე თეორიული მტკიცება. პარადოქსულობის ანტონიმია ორთოდოქსულობა.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9